პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა აღიარა, რომ მას საკუთარი თავის აფეთქება უნდოდა, მაგრამ აზრი შეიცვალა, განაცხადა ფრანგმა პროკურორმა. ამის შესახებ BBC წერს.
ბელგიაში მძაფრი სპეცოპერაციისას დაკავებულ აბდესლამს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს. უფრო კონკრეტულად კი მას ბრალდება ტერორისტული გზით განხორციელებულ მკვლელობაში და ტერორისტულ ჯგუფში აქტივობების შესახებ წარედგინა.
პარიზის პროკურორმა ფრანკოს მოლინსმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: სალაჰ აბდესლამმა დღეს [ბელგიელი] გამომძიებლების მიერ ჩატარებული დაკითხვისას დაადასტურა რომ, და მე ვახდენ ციტირებას: ‘მას უნდოდა საკუთარი თავის აფეთქება სტად დე ფრანსზე და მან უკან დაიხია’.“
ბელგიაში დაბადებული 26 წლის ფრანგი ეროვნების აბდესლამი, ახლა პატიმრობაში იმყოფება, მას შემდეგ რაც 4-თვიანი მიმალვის შემდეგ პარასკევს ის პოლიციამ ბელგიაში სპეცოპერაციისას ფეხში დაჭრა და დააკავა.
2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი მოკვდა, ათეულობით კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
გამომძიებლებს იმედი აქვთ, რომ აბდესლამი უფრო მეტ ინფორმაციას გაამჟღავნებს პარიზის თავდასხმების უკან მდგომ ისლამური სახელმწიფოს ქსელზე, მისი დაფინანსების წყაროებსა და გეგმებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.