ტრამპის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა არიზონაში ავტომაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს - მარშირება ნიუ იორკშიც გაიმართა
20-03-2016, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დემონსტრანტებმა არიზონაში ცენტრალური ავტომაგისტრალის ბლოკირება მოახდინეს იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ფინიქსის სიახლოვეს ამომრჩეველთან შეხვედრას გეგმავდა.

 


სულ რაღაც 50-მა პროტესტანტმა, რომელთაც სლოგანები წარწერით, „ნაგვის გროვა ტრამპი“ („Dump Trump“), „გაჩერდი ტრამპ“ ("Shut Down Trump“) ეკავათ, საგზაო მოძრაობა შეაფერხა. მათ არიზონაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რის შედეგადაც საცობი წარმოიშვა.

 


მარიკოპას პოლიციამ 3 დემონსტრანტი დააკავა. როგორც Reuters-ი წერს, მარიკოპას შერიფი კარგად არის ცნობილი თავისი კრიტიკით შეერთებული შტატების საიმიგრაციო პოლიტიკისადმი და ტრამპის მხურვალე მხარდამჭერს წარმოადგენს.

 

 

მოგვიანებით ტრამპმა თუსონში (არიზონა) ამომრჩეველთან შეხვედრაზე თქვა, რომ დემონსტრანტები „სამარცხვინოები“ იყვნენ. მან პოლიციას მადლობა გადაუხადა მათი დაშლისათვის. „მე მიყვარს ჩვენი პოლიცია“, აღნიშნა ტრამპმა.

 


არიზონა, სადაც სამშაბათს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პრაიმერი ტარდება, გადაჭიმულია მექსიკის საზღვრის გასწვრივ, საიდანაც შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტები შედიან.

 

 

ტრამპის მშობლიურ ქალაქ ნიუ იორკში კი მანჰეტენზე 1 000 -მდე დემონსტრანტმა, ძირითადად ახალგაზრდებმა, ცენტრალური პარკიდან Trump Tower -ამდე მარშირება მოაწყვეს. ისინი ტრამპის საწინააღმდეგოდ მთელი მარშირების პროცესში გაჰყვიროდნენ. ზოგიერთი მათგანის განცხადებით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის მისასხურებელი ხსნარი გამოიყენა.

 

 

როგორც Reuters-ი იუწყება, ნიუ იორკის დემონსტრაციაზე სულ მცირე ერთი ადამიანი დააკავეს. პოლიციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია გავრცელებული ინფორმაცია ვინმეს დაკავებისა და წიწაკის ხსნარის გამოყენების შესახებ. 

 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დონალდ ტრამპს ამერიკელთა ერთი ნაწილი პროტესტს უცხადებს. 11 მარტს, მას შემდეგ რაც ჩიკაგოში მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლები არეულობებსა და შეტაკებებში გადაიზარდა, მან წინასაარჩევნო კამპანია გადადო.

 

 

BBC -ს ცნობით, ილინოისის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტრამპს შეხვედრა უნდა გაემართა, მის ჩამოსვლამდე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად.

 

აუდიტორიის შიგნით კი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა პროტესტანტებსა და იმ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც ტრამპის დასახვედრად დროშებით იყვნენ მომართულნი და რესპუბლიკელების წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერ სიტყვებს გაჰყვიროდნენ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი