დონის როსტოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 700-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, დასრულებულია. სამძებრო სამუშაოების შემდეგ შესაბამისი ორგანოები ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლას დაიწყებენ. გარდა ამისა, დაიწყება დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი.
როსტოვის ოლქში გლოვის დღეა. ყველა დასახლებულ პუნქტში რუსეთის დროშები დაშვებულია, გაუქმდა გასართობი ღონისძიებები და გადაცემები.
დღესვე დონის როსტოვის აეროპორტის რაიონში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართება. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ხელისუფლება დაღუპულთა ნათესავებს ფულად კომპენსაციას მილიონი რუბლის ოდენობით გადასცემს.
დუბაიდან მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737-800-მა დონის როსტოვში კატასტროფა გუშინ განიცადა. კატასტროფის მომენტში ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.