ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელი არჩევნები პრინციპულად გარდამტეხი ვერ იქნება
15-06-2014, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის, ექსპრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი არჩევნები პრინციპულად გარდამტეხი ვერ იქნება. ივანიშვილის თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

 


აღნიშნულის შესახებ ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მან ხმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში #61-ე საარჩევნო უბანზე მისცა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

 


"ჭეშმარიტი და არამოჩვენებითი დემოკრატია ინერგება. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებულად გრძელდება. ეს არჩევნები იქნება სამტკიცი ამის, ისევე როგორც წინა არჩევნები"-განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

ექსპრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნები ევროპულ სტანდარტებთან ძალიან ახლოს იყო. მისი თქმით, ასეთი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც.

 

 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, ქვეყნის შიგნით არსებულ ერთ-ერთ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების არარსებობა რჩება პრობლემად.

 

 

"ხელისუფლებამ უნდა შექმნას იმის პირობები, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას და ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ხალხი. ამისთვის, ხელისუფლებამ პირობები უნდა შექმნას. ამ პირობების შექმნა დღევანდელი დღიდან იწყება. მხოლოდ უკეთესი გზების ძიებაში უნდა გადავჯაბნოთ ერთმანეთი და არა სიცრუით, რასაც ვერ მოახერხებენ. როგორ წარმოგიდგენიათ 80-მა კანდიდატმა იმიტომ, რომ აშანტაჟებდა ხელისუფლება, თავისი კანდიდატურა მოხსნა. ეს დაუჯერებელია"-განაცხადა ივანიშვილმა.

 


ამასთან, მისი თქმით, არ არსებობს ხელისუფლება და მთავრობა, რომელსაც შეცდომები არ მოსდის. როგორც ივანიშვილი ამბობს, მთავარია დიდი შეცდომები არ დაუშვან და ეს საზოგადოების განვითარებისთვის კატასტროფული არ იყოს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი