საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, 21-22 მარტს ოფიციალურ ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოს ეწვევა.
დავით უსუფაშვილი შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხთან და პრინც ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან გამართავს.
ასევე, იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან.
დავით უსუფაშვილთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.