პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება საჭიროა და მისი გაუქმება რუსეთში მცხოვრები "ჩვენი თანამემამულეების ინტერესებს ეწინააღმდეგება".
"სახელმწიფოები შუაგულ ომში რომ არიან, ისინი ელაპარაკებიან ერთმანეთს. ჟენევის ფორმატს თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი კონკრეტულად კონფლიქტზე მუშაობს, მაგრამ კონფლიქტის მიღმა არის უამრავი სხვა საკითხი, რომელიც როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ძალიან აწუხებთ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებს ეწინააღმდეგება", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.