"საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში ვერც იარსებებს დიპლომატიური ურთიერთობა. ამ ფონზე ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს რაღაც ფორმატი – მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ფორმატი გვაქვს" - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
"მე არაერთხელ მითქვამს და მკაფიოდ ვიმეორებ, იქ, სადაც დაძაბულობაა და ესკალაციის საფრთხეები არსებობს, აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთობების, დიალოგის რამდენიმე ფორმატიც კი. როცა დაძაბულობაა, დიალოგი მეტად საჭიროა. პრემიერ-მინისტრის დონეზე შექმნილია სპეციალური წარმომადგენლის ფორმატი, სადაც მოლაპარაკებას ბატონი აბაშიძე ახორციელებს. ამ ფორმატის გაუქმება გამორიცხულია. პრობლემა აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატში არ არის. იქ ხელი არაფერს ეწერება, არამედ განიხილება აქტუალური საკითხები და ეს ფორმატიც რომ არ იყოს სად უნდა განვიხილოთ? კარიბის კრიზისის დროს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტი საერთოდ არ იყო და ჟურნალისტებს ეძებდნენ, რომ ყოფილიყო ინფორმაციის მიტანა-მოტანა თუ რა ხდებოდა სინამდვილეში", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.