გიორგი მარგველაშვილი: მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი, პრაღაში სხვა ტიპის პასუხს გასცემდა გრიგორი კარასინს
21-03-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე," - ეს განცხადება პრეზიდენტმა მარგველაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში გააკეთა.


პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი დასაზუსტებელია.


"გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. გრიგორი კარასინის ვიზა-ვი პრაღის ფორმატში არის ზურაბ აბაშიძე. როგორც მოვისმინეთ, კარასინის განცხადებებზე პასუხი არ ყოფილა გაცემული. აბაშიძემ თავისი განცხადებით ჭკუა დაგვარიგა ქართულ მხარეს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. არ მგონია, რომ მე პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. მე მგონია, რომ პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია – როგორც ვიცით, ის არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი, ხოლო ისეთი ტიპის განცხადებებს, როგორიც კარასინმა გააკეთა, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი პრაღის ფორმატშივე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დაამატა:


"ჩვენს სტრატეგიულ კურსს რუსეთთან ურთიერთობის რაციონალულ ჭრილში გადაყვანისა, ვერ შეცვლის ამა თუ იმ პოლიტიკოსის მძაფრი რიტორიკა. ამ სტრატეგიული კურსის უკან დგას სახელმწიფო ინტერესები. საქართველოს რუსეთს უნდა ელაპარაკებოდეს მშვიდად. მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის წევრების შეცვლაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ის პრემიერის საგანგებო წარმომადგენელია. მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე."

 

კომენტარები: 1
#1   ციური
      
დროა თვითონ წარმოადგინოთ თქვენი ხედვები საჭირო ადგილზე ბატონო პრეზიდენტო...უფლებამოსილებას არ უნდა უჩიოდეთ...ქართველ ხალხს ჭირდება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და მათ ინტერესს პრეზიდენტი უნდა წარადგენდეს !!!
21 მარტი 2016 11:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი