თბილისის მერი, დავით ნარმანია ოფიციალურ ვიზიტად სტრასბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
2016 წლის კონგრესის თემაა: ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე, იმსჯელებენ - საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთში, სომხეთსა და უკრაინაში კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ. განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის - "ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების" ფარგლებში. ისაუბრებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, ამასთან, განიხილავენ სამომავლო აქტივობებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონალურ კონგრესში საუბარი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის იმ ძირითად მიმართულებებზე, რაშიც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, გაკეთდება მოხსენება მონიტორინგის შედეგებზე და პოსტ-მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს კონგრესის მხრიდან საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში არსებულ მდგომარეობას, საუბარი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფისკალური პრინციპალიზაციის განვითარების ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რამაც მომავალში კიდევ უფრო ძლიერი უნდა გახადოს ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, დამოუკიდებლობისა და ფუნქციების ეფექტურად განხორციელების კუთხით“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი დავით ნარმანია კონგრესის რეგიონული პალატის შეხვედრას დაესწრება, სადაც გაიმართება თემატური განხილვა რეგიონალიზაციის პროცესების განვითარებაზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.
თბილისის მერთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მიიღებს და როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი სესიის ფარგლებში ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგება.
დავით ნარმანიას ვიზიტი სტრასბურგში 21-დან 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.