"უნდა დადგეს თუ არა თსუ-ს რექტორის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტოს საბჭომ და ძალიან კარგია, რომ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო" - განცხადება ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გააკეთა.
"აკადემიური საბჭო არის მმართველი ორგანო, რომელსაც აქვს ეს ვალდებულება, რომ რექტორის ნებისმიერი კანონდარღვევა და გადაცდენა განიხილოს საბჭოს ფარგლებში და ეს არ უნდა იყოს სტუდენტების, ახალგაზრდების გასარჩევი საკითხი, უფრო მეტი დაპირისპირების საგანი. კარგია, თუ საბჭომ ეს პასუხისმგებლობა აიღო თავისთავზე და ამ საკითხს განიხილავს. არ დაგვავიწყდეს რა ცუდი მდგომარეობა გვქონდა უნივერსიტეტში.
მიუღებელია თუ როგორ განვითარდა მოვლენები უნივერსიტეტში, ამიტომ ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს, აკადემიური საბჭოს განხილვის რეჟიმში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ჩვენი მხრიდანაც არის მოლოდინი, რომ საბჭო მიიღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას. ყოველშემთხვევისათვის, რაც საბჭომ უნდა უზრუნველყოს არის ის, რომ არც ერთი საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და მოკვლევის გარეშე", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.