თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საოპერო ხელოვნების ვარსკვლავებისთვის გამართულ საზეიმო შეხვედრას დაესწრნენ.
საღამო ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში მოეწყო და მისი მთავარი სტუმრები ცნობილი სოპრანო მედეა აბრამიშვილი და ნიუ-იორკიდან ჩამოსული მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე იყვნენ.
ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის საოპერო მომღერლები ალეკო ხომერიკი, ლადო ათანელი, თემურ გუგუშვილი, ნინო სურგულაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას.
იმპროვიზებულ ღონისძიებაზე ხელოვანების დიდოსტატებმა სხვადსხვა ცნობილი არიები შეასრულეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საღამოზე მიწვეულმა სტუმრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მათ ღვაწლზე ისაუბრეს და ქართველ ვარსკვლავებს მომავალში წარმატეტები უსურვეს.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავების შემოქმედების ამსახველი ფილმი.
ღონისძიება მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო და მას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, ქართული ხელოვნებისა და კულტურის, აგრეთვე ქართულ – ებრაული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.