ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის განცხადებით, ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანის მიზნით მხარეები თანამშრომლობას გააღრმავებენ.
შესაბამისი კომენტარი ევროკომისარმა ჟურნალისტებთან საუბარში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან, განვიხილეთ თუ რა სტადიაზეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი. მინისტრმა ისაუბრა რეფორმებზე, ასევე ვისაუბრეთ საჭირო ზომებზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესი ინფორმირებული იყოს და მოემზადოს ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქტი გავიდეს, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება", - განაცხადა ევროკომისარმა და ისაუბრა იმ პროდუქტებზე, რომლებიც უკვე იყიდება ევროპულ ბაზარზე. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ზომების მიღება, ქართული თაფლისა და თევზეულის ბაზარზე გასასვლელად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.