"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმა მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, თბილისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც იქნება ყველას მერი განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა.
"ჩემი აზრით, ძალიან პრაგმატული და რაციონალური არჩევანი გავაკეთე. ხმა მივეცი არა დაუმთავრებელ ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას, არამედ, პირიქით, ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მგზავრობის გაიაფებას, კომუნალური ხარჯების შემცირებას. დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან. დარწმუნებული ვარ, თბილისელები გააკეთებენ ასეთ ზუსტ, ასეთ პრაგმატულ არჩევანს, ვინაიდან, ბრმად ავტორიტეტზე გაყოლა არის ის, რამაც კარგი ვერ მოგვიტანა. ამის ნათელი მაგალითი ერთი წლის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.
იგი დარწმუნებულია, რომ თბილისის ამომრჩეველი სრულიად სხვა არჩევანს გააკეთებს, ვიდრე გააკეთა წინა ორ არჩევნებში. სწორედ ამის საფუძველზე ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.