ზაქარია ქუცნაშვილი: ის, რომ კარასინი ბრაზობს და აბაშიძე აკადემიურად იქცევა ნიშნავს, რომ აბაშიძე უფრო მაღალი დონის დიპლომატია
21-03-2016, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ის, რომ კარასინი ბრაზობს და აბაშიძე აკადემიურად იქცევა, ჩემთვის ნიშნავს, რომ აბაშიძე უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსი და დიპლომატია" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

 


"ჩვენი წინაპარი ყოველთვის იმით ჯობდა ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რომ ბრძენი იყო. ჩვენ მიგვაჩვიეს იმას, რომ მსხვერპლი ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იგინებოდეს, იფურთხებოდეს და მუშტებს იქნევდეს. დღეის მდგომარეობით, განვიცდით ოკუპაციის საშინელ შედეგებს, ყოველდღე ვხედავთ როგორ მიდის ბორდერიზაციის პროცესი, როგორ ცდილობენ დააშორონ ოსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს მავთულხლართებით, მაგრამ მოთმინება და სიბრძნე ჯობია ვიდრე ის, რომ აბაშიძე წავაქეზოთ, რომ კარასინი რამეს როცა იტყვის გაბრაზებული, ორი იმდენი უთხრას. ასე უკვე გვაცხოვრეს 9 წელი და გაბრაზებულები განცხადებებით და ვითომ შეშინებული რუსი ჯარისკაცებით მივიღეთ ის შედეგები რაც მივიღეთ. ჭკუით და სიბრძნით უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. გაბრაზება ძლიერების თვისება არ არის.

 

 

საზოგადოება ხშირ შემთხვევაში დაბნეულია და ზოგიერთი ნაწილი გაღიზიანებულიც არის ამ ფორმატის მოლაპარაკებების გამო. ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ არის საკითხები სადაც ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად იმისა, რომ ის არის ოკუპანტი ქვეყანა. არის საკითხები, რომლებზეც ოკუპაციის გაქარწყლებამდე არ ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩვენ დიფერენცირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ ამ ოკუპანტ ქვეყანასთან. არის საკითხები, რომლებზეც ვთანამშრომლობთ, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც არ ვითანამშრომლებთ", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი