"უკვე 2 წელია პრაღის ფორმატის დღის წესრიგში ახალი პოზიტიური საკითხი არ გაჩენილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ როგორც აბაშიძე-კარასინის, ასევე ჟენევის ფორმატები საჭიროებს გადახედვას" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების", ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"ერთი ხელაღებით ამ ფორმატების დაშლა არის წარმოუდგენელი და არასწორი. ამას სჭირდება პროფესიონალური, დაგეგმილი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. როგორც ჩანს, ასეთს ადგილი ვერ აქვს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა იგულისხმა ის, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში "უფრო გონივრული, უფრო წინდახედული ინტერესების დამცავი" ჰყავდეს.
"ეს არის მთავრობის და პრეზიდენტის ერთობლივად განსახილველი საკითხი. იმედია, გარკვეულ შეთანხმებაზე გავლენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გეგმიდან არ უნდა ამოვვარდეთ და ეს არის მეტი ნაბიჯების გადადგმა, რომ კიდევ უფრო მეტად დავუკავშიროთ ჩვენი მომავალი ევროპას და რუსეთს არ მივცეთ საშუალება ჩაგვითრიოს კონფრონტაციაში.
"თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს ძალიან კარგად გათვლილი გეგმა ჩვენი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე სწორედ გერმანიისა და ევროპის უფრო მეტად ჩართვით და აქტიურობით, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის გაჩენა, როგორც კონფლიქტების, ისევე ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთთან. ამას ჩვენ დავიწყებთ ოქტომბერში, მაშინ, როცა არჩევნებში გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.