ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი - როდის აქეთ გახდა პოლიტიკაში ჭკუით მოქცევა საეჭვო ან ცუდი?
21-03-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მართალი გითხრათ, პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"სანამ პრაღაში წავიდოდი, რამდენიმე დღით ადრე შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარე ყველა ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებდით, ასევე შევხვდი სხვა უწყებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. პრაღიდან დაბრუნებისთანავე დავიწყე შეხვედრები. შევხვდი პრემიერს, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა უწყებების წარმომადგენლებს, შევხვდები პრეზიდენტის მრჩეველს და რა თქმა უნდა, თავად პრეზიდენტს, თუ ამის სურვილი ექნება.

 

 

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი გუშინ დაეყრდნო არა ქართული მხარის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. მას ან მის წარმომადგენლებს რომ ჩვენი ინფორმაციისთვის მოესმინათ, მე მათ ავუხნიდი, რომ როცა კარასინმა თავისი განცხადებები გააკეთა, მაშინ მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე, ამიტომ არ მქონდა საშუალება ჩემი კოლეგისათვის მყისიერად მეპასუხა", - აღნიშნა აბაშიძემ და დასძინა, რომ მას აუცილებლად ექნება საუბარი გრიგორი კარასინთან იმ განცხადებებზე, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა.

 

 

"ბატონ პრეზიდენტს კითხვა გაუჩნდა ჩემს მიერ ნახევრად ხუმრობით, თუნდაც სერიოზულად, ჟურნალისტისთვის ნათქვამზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჭკუით უნდა მოვიქცეთ. როდის აქეთ გახდა ჭკუით მოქცევა პოლიტიკაში საეჭვო ან ცუდი?", - აღნიშნა აბაშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი