ვალერი ხაბურძანია: როგორც კი სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი ის იკითხეს, თუ რა საშუალებები არსებობდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის
21-03-2016, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ როგორც კი სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი ის იკითხეს, თუ რა საშუალებები არსებობდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის. ამის შესახებ ხაბურძანიამ for.ge -სთან ინტერვიუში ისაუბრა.


"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 45 დღე ვიყავი მინისტრი, ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილმა შემომიგზავნა მესხელი და მითხრა, რომ ეს კაცი დანიშნე მოადგილედო. მე ვუთხარი ვანოს, რომ ამ კაცს მოადგილედ ვერ დავნიშნავდი, რადგან ეს იყო უშიშროება. შევთავაზე, რომ რაღაც საფეხურები გაევლო - ჯერ სამმართველოს უფროსი გახდეს და შემდეგ, მე რომ წავალ სადაც გინდათ დანიშნეთ-თქო.


ამ პერიოდში მოვიდა ამირან მესხელი და პირდაპირ მითხრა, რომ უშიშროებაში არსებული აგენტურის სია მჭირდება და ასევე რამდენიმე ცოცხალი აგენტი მომიყვანეთ უნდა გავესაუბროო. მე ვუთხარი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაქვს და ეს სია თავადაც არ მაქვს ნანახი, რადგან არის აგენტი, რომელიც მხოლოდ ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს-თქო," ამბობს ხაბურძანია და განაგრძობს, რომ გადაღებები "ამირან მესხელის ტვინში იხარშებოდა, თუმცა არც ადეიშვილს აკლდა აზრები და იდეები. შემდეგ, უკვე, მეგრული ჯგუფიც მძლავრად ჩაერთო ამ პროცესში - ძმები ახალაიები და მეგის ქარდავა. ამ მეგრელების ჯგუფის საკურატორო იყო სამეგრელოს რეგიონი და თავდაცვის სამინისტრო. სამეგრელოში იყო ამ უკანონობის ცენტრი. ამ ამორალურ ქმედებას, ვგულისხმობ გაუპატიურებას, იყენებდნენ ე.წ. ჯაშუშების წინააღმდეგ. ანუ, ვინც მათი აზრით რუსების აგენტი იყო, უნდა გაეუპატიურებინათ. „რუს ჯაშუშებში“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც მოაქციეს. ამ მეგრულ დაჯგუფებაში იმდენად არ იყო ჩართული გიგა ბოკერია, მაგრამ პოლიტიკური ფიგურების თვალთვალისა და გადაღების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილებას ისიც იღებდა," აცხადებს ვალერი ხაბურძანია და აკონკრეტებს:


"ახალაიას ჯგუფი პირდაპირ სააკაშვილზე გადიოდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ შეიძლება ბოკერია პირდაპირ არ იყო ჩართული, მაგრამ იცოდა რასაც აკეთებდნენ. დაახლოებით ვიცი მათი გადაწყვეტილებების მიღების სისტემა. ეს იყო ოთხეული – ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი. ღამის საათებში ხდებოდა ყველაფერი. ამ უკანონო ქმედების შემსრულებელი იყო ამირან მესხელი და ოტოს მთელი შემადგენლობა კოტარიას ხელმძღვანელობით.


კოტარიას ხელში არის გავლილი ყველა კადრი. კოტარია იყო ამის ავან–ჩავანი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოტარია ახლა ერთ-ერთ ფირმაში მუშაობს, რომელსაც ბოჭკოვანი ქსელი გაყავს და თქვენ წარმოიდგინეთ, კაცი, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით თვალთვალი, მოსმენა, გადაღება და ა.შ. პირდაპირ ზის ამ ინტერნეტ კავშირებზე".


ხაბურძანია ამბობს, თუ  ტექნიკურად როგორ ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალი და გადაღება.


"ამ საქმის გამოძიება ყველაზე მარტივია, რადგან გადაღებები სპეცსამსახურების ბოლო პერიოდის მეთოდებით ხდებოდა. ამ საქმის მონაწილეებიდან ერთ-ერთი, ვფიქრობ, მამაკაცი შეკრული იყო სპეცსამსახურთან, რომელსაც ე.წ. პლიუსავოი ოთახში მიჰყავდა ქალბატონი - ოთახი, სადაც წინასწარ იყო დამონტაჟებული გადამღები აპარატურა. აგენტს შეჰყავდა მსხვერპლი და ამ მეთოდით ხდებოდა გადაღება. მეორე მომენტია, რომ მამაკაცმა ეს არ იცოდა, მაგრამ შესწავლილი ჰქონდათ ადგილები, სადაც წყვილები დადიოდნენ. ამ სასტუმროს მფლობელს გადაიბირებდნენ და აიძულებდნენ კამერა იმ ოთახში დაემონტაჟებინა, სადაც ეს წყვილი ხშირად დადიოდა. როდესაც წყვილები ცდილობენ დამალონ მათი ურთიერთობა, გააჩნიათ ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, მაგრამ სწორედ, იქ ხდება კამერების დამონტაჟება და გადაღება.


ტექნიკურ დეპარტამენტში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ კადრებს იღებდნენ, მათ იციან სად არის ეს „პლიუსავოი“ ოთახები, რომელი სასტუმროს თანამშრომლებია გადაბირებული. იციან ვინ იყვნენ ის აგენტი ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც მსხვერპლის მოხიბვლას ახდენდნენ. ყველაზე თემატური იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც გადაბირებული ჰყავდათ და ამ ხალხს ხელფასს უხდიდნენ," - აცხადებს ვალერი ხაბურძანია for.ge-სთან ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი