ზურაბ აბაშიძე: ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა
21-03-2016, 05:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატის შედეგებზე ისაუბრა.

 

 

"საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი, დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა. ჩვენ გარკვეულწილად შევამცირეთ ეს საფრთხე და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდაპოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა – ეს არის რეალობა", - აღნიშნა აბაშიძემ.

 

 

მისივე თქმით, რა შედეგი აქვს აბაშიძე-კარასინის დიალოგს,უნდა ვკითხოთ გლეხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს კომპანიებს, ტურიზმის სექტორში ჩართულ ხალხს.

 

 

"დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს, მათ ახლობლებს, ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა. ეს ხალხი ჩვენი ხალხია", - განაცხადა აბაშიძემ.

 

 

პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით, რუსეთთან დიალოგი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატებისა.

 

 

"რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა წარმატებით გვევლო ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ზაფხულისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ისტორიული მიღწევებია. რუსეთთან დიალოგი ამ მიღწევების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუსტად ასე ხედავენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები", - განაცხადა აბაშიძემ.

 

 

კომენტარები: 2
#2   ciala
      
ჭკუაზე მყოფ ადამიანს, ყველას უნდა უნდოდეს რუსეთთან დიალოგი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ დაკარგულ ტერიტორიებს ამ ლანძღვა-გინებით ვერ დავიბრუნებთ. რაც უფრო მეტ ლანძღვას იღებენ, მით მეტად გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არის ყურის აწევის ტაქტიკა. თინა ხიდასელი იმდენს იხტუნავებს, რომ სამუდამოდ დაგვაკარგვინებს ტერიტორიების დაბრუნების შანსს. ასე აკეტებდა მიშა და ასე იზამს თინა -მიშა 2.
21 მარტი 2016 13:59
#1   davit garibashvili
      
მოგესალმებით ბატონო ზურაბ...გეთანხმებით იმაში რომ ნამდვილად ღირს,რომ გავითვალისცინოთ იმ ხალხის აზრი რომელიც დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში!!!რუსეთთან საჭიროა დიალოგი და მძიმე ურთიერთობის დალაგება.ის ჩვენი მეზობელია.წარმოიდგინეთ რომ თქვენ მეზობელთან ცუდი ურთიერთობა გქონდეთ და სხვასთან დაამყაროთ მეგობრული და მეზობლური ურთიერთბა..ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით ნატოს წევრი და ევროკავშირის ცევრი ქვეყანა,ჯობია რომ რუსეთთან დიალოგი ლოგიკურ ურთიერთობამდე მივიდეს...ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიებს და იქნებ ამ დიალოგმა გამოიღოს ნაყოფი და ჩვენი ტერიტორიებიც დავიბრუნოთ
21 მარტი 2016 12:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი