ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირისპირებისა, "მაესტროს" დამფუძნებლები შევთანხმდით შემდეგ საკითხებზე:
1. ლოგო და სახელი დაუბრუნდეს ეთერს
2. მხარეებმა შეწყვიტონ საჯარო განცხადებების გაკეთება მოლაპარაკების დასრულებამდე
3. მოლაპარაკების პერიოდში ვიწყებთ კონსულტაციას ტოპ მენეჯმენტის ერთობლივად ფორმირებაზე
4. უმოკლეს ვადაში მოხდეს მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა
5. მოლაპარაკების პერიოდში დროებით ადმინისტრატორებად დაინიშნოს ორივე მხარის წარმომადგენელი, ყოფილი ფინანსური დირექტორი- თემურ გაჩეჩილაძე და გია გაჩეჩილაძის ფინანსური კონსულტანტი- ზვიად ზუბიაშვილი
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკება ჩიხში არ შევა და ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და კეთილგონიერებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავას არ გადაჰყვეს ტელევიზია და რაც მთავარია თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწვეტ მაუწყებლობას," ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.