გიორგი კვირიკაშვილმა და სესილია მალმსტრომმა სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს
21-03-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ გამოთქმულ ახალ ინიციატივებზე.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას. პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სესილია მალმსტრომს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი