"ივანიშვილის საბედისწერო შეცდომები: სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებები „სპეციალურ წარმომადგენლებად“ დანიშნა, ხოლო პოპულისტები პრეზიდენტებად და მინისტრებად"
21-03-2016, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბიძინა ივანიშვილის საბედისწერო შეცდომები იმაში მდგომარეობს, რომ მან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, – პროფესიონალი, განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გამოცდილი პიროვნებები, „სპეციალურ წარმომადგენლებად“ დანიშნა, ხოლო, – პოპულისტი, ვოლუნტარისტი და პოლიტიკურად გამოუცდელი პირები კი, პრეზიდენტებად და მინისტრებად.


დიახ, სხვა შეფასებას ვერ მივცემ იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთა „პრაღის ფორმატთან“ მიმართებაში. მარგველაშვილი, თუ მის რიტორიკას გავყვებით, ამ ფორმატს და მასში საქართველოს მხარის მონაწილეობას განიხილავს, როგორც საშუალებას, რომელიც რუსეთის წარმომადგენელს „საკადრის პასუხს გასცემს“, როდესაც ამას „შექმნილი გარემოება მოითხოვს“. ანუ, მარგველაშვილის „ლოგიკით“, ეს ფორმატი, ორ ქვეყანას შორის არსებული ჰუმანიტარულ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებისა, საქართველომ უნდა გამოიყენოს რუსეთზე „პასუხის გასაცემად და ადგილზე დასასმელადაც“. ამიტომაც, მარგველაშვილი „სინანულს გამოთქვამს“, რომ „პრაღის ფორმატში“ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, „სათანადოდ ვერ პასუხობს“ რუსეთის წარმომადგენლის გ.კარასინის სხვადასხვა რეპლიკებს, რომლებიც მარგველაშვილის და ხიდაშელის არადიპლომატიურ გამონათქვამებსაც შეეხო და მიიჩნევს, რომ „პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია“. ამავდროულად, მარგველაშვილი დასძენს, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს პრეზიდენტი, ანუ თავად დანიშნავს, მაშინ იგი იქნება „სხვა ტიპის“ ფიგურა, რომელიც „საკადრის პასუხს გასცემს“ კარასინის თუ სხვა რუსი დიპლომატის ნებისმიერ რეპლიკას. კი მაგრამ, ეს „კინო ხომ უკვე ვნახეთ“, განა, მარგველაშვილი სააკაშვილზე „უფრო საკადრისი პასუხის გამცემია“ რუსეთზე და მის წარმომადგენლებზე!? და, რითი მთავრდება ასეთი ურაპატრიოტული „ყელმოღერებული“ რიტორიკა, ისიც ხომ კარგად ვიცით?!

 

 

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის პრეზიდენტი და ზოგიერთი მინისტრი თუ დეპუტატი „იუველირის სიფრთხილით“ მიუდგეს ყველა საკითხს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე არაპროგნოზირებად რუსეთის სახელმწიფოს და მის დიპლომატებს ეხებათ, ქართველი მაღალი თანამდებობის პირები ხშირად სცოდავენ და ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ აგდებენ. მოკლედ, პრეზიდენტ მარგველაშვილს – „ენაზე მომდგარ სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდა“?! – დიახ, თუ ამ სიბრძნეს გაითავისებს, მაშინ საჭირო აღარ გახდება „ვინმესთვის საკადრისი პასუხის გაცემა“ და ქვეყნის პრესტიჟიც დაცული იქნება!..


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 1
#1   ვაჟა
      
უბედური ქვეყანა!
„გეერო, გეერო“ იძახა 10 წელიწადი მამათელმა ვირთხამ და გააჩუქა აფხაზეთი და ცხინვალი!
„მაპი, მაპი“ იძახა 9 წელიწადი დორბლიანმა და გააჩუქა ახალგორი და კოდორი!
„ნატო, ნატო“ იძახიან რესპები და კიდევ რის გაჩუქებას აპირებენ ნეტავი?
ომი მაინც შეგეძლოთ, ყველა ბრძლიდან კუილ-კუილით გამოქცეულებო!
22 მარტი 2016 10:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი