გიორგი კვირიკაშვილი: მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური ძალისხმევა დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით
21-03-2016, 07:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, დიდია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესკომპანიების დაინტერესება, ეს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებმა განაპირობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ჩვენ მადლიერი ვართ იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელიც ქალბატონმა მალმსტრომმა, საშინაო საქმეთა ევროკომისრის რანგში შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაწყების საქმეში. დღეს ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა და უახლოეს მომავალში ველით საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. მოხარული ვართ, რომ ევროკომისარი აგრძელებს საქართველოს საკითხზე მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს, ასოცირების შეთანხმება, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

 

 

"ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მთავრობის ინიციატივებზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მოდერნიზაციის მიმართულებით. შეხვედრისას ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ გავაგრძელებთ აქტიური ძალისხმევა დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვის კუთხით, რაც აუცილებელია ჯანსაღი ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში აშკარაა დადებითი ტენდენციები - იზრდება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტი, ქართველი მეწარმეები უფრო მეტად ინტერესდებიან ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებით; 

 

 

საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობის გაზრდას მთლიანად რეგიონში", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი