"ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ბუნებრივი არჩევანია. ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებას და მეორე მხრივ, ბიზნეგარემოს გაუმჯობესებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობა, არამედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ ამ პროცესს მოვიაზრებთ არა მხოლოდ როგორც შანსს გაიზარდოს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი, ასევე გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში. ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას უკვე აქვს თავისი ზეგავლენა საქართველოს სავაჭრო ბალანსზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს. ევროკომისართან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა. შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.