რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვამდე ოფიციალური თბილისის მხრიდან "ანტირუსული გამოხტომების მკვეთრი გააქტიურების" ბრალდებით განცხადებას ავრცელებს.
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრაზე პრაღაში, ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს დაიცვან ზომიერება საკუთარ პიარ-ვარჯიშებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესისთვის", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსაზრებით, "ქართული კონფრონტაციული პროპაგანდა" უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროზე და ამავე დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ უწოდებს "ღია ცილისწამებას" აფხაზეთის, "სამხრეთ ოსეთისა" და რუსეთის მიმასამართით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.