შალვა ნათელაშვილი: ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე არჩევნებში “ლეიბორისტული პარტია” გაიმარჯვებს
15-06-2014, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, თანაგუნდელებთან და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატ ასმათ ტყაბლაძესთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა. ნათელაშვილმა ცესკოსთან საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

 

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე არჩევნებში "ლეიბორისტული პარტია" გაიმარჯვებს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ცესკოს და ხელისუფლებას მიმართა, არ გააყალბონ არჩევნები. ამასთან, ნათელაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, რვა საათისთვის კვლავ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკონტროლონ შედეგების დათვლის პროცესი, რათა ვერ გაყალბდეს ხმები.

 


"ამ არჩევნებში იმარჯვებს "ლეიბორისტული პარტია", სხვა არანაირ შედეგს არ მივიღებთ და არ ვაღიარებთ, მე ვაფრთხილებ ყველა დონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, გაყალბების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაუშვათ არჩევნების გაყალბება. მოსახლეობას მოვუწოდებ, რვა საათზე გამყალბებლები საარჩევნო კომისიებში არ დატოვოთ მარტო, უბნებზე დაბრუნდით მშვიდობინად, დადექით იქ და დასკვნის შედეგებს დაელოდეთ.

 


მე მოვუწოდებ "რუსთავ 2"-სა და "იმედს", არ გამოაცხადოთ რვა საათზე გაყალბებული ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც შესაბამის კომპანიებს შეუკვეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ოცნებამ". ჩვენ ვიცით, რომ გავიმარჯვებთ და ეს არის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება ხალხის განწყობას", -აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი