ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, დამატებითი კონსულტაციები გამართოს ბიზნესის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ გავეცანით ბიზნესის მხრიდან დღეს გავრცელებულ მიმართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორცილების გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს რაიმე სახის სირთულეები არ შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალვე კიდევ ერთხელ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მოგების გადასახადის საგადასახადო რეფორმის განხორცილების მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა და შედეგად, ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში შეხვედრები გაიმართა 10-ზე მეტ ბიზნეს ასოციაციასთან და ორგანიზაციასთან, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვედრების დროს ბიზნესის მხრიდან ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული რეფორმის განხორციელება საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.