მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ღონისძიების, "ჩემი მეგობარი-ჩემი გარემოცვა“ ფარგლებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უერთდება.
როგორც guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მესტიის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის პირველ სართულზე უკვე ერთი თვეა რაც ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
დღევანდელი დღის აღსანიშნავად მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ბავშვებს შემეცნებით-გასართობი, ხმოვანი წიგნები და ზღაპრების წიგნები გადასცეს საჩუქრად.
გამგებლის ინიციატივით სკოლას ასევე გადაეცა სპეციალურად საბავშვო ბაღების სტანდარტების გათვალისწინებით დამზადებული საბავშვო ხის მაგიდა და სკამები.
საკვირაო სკოლის დამფუძნებელი არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ლილეო“. სკოლის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა და პედაგოგების გადამზადება უზრუნველყო საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ამერიკელი მეგობრები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.