კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ადამიანის უფლებების საკითხებზე, მათ შორის გუანტანამოს ყურეში ამერიკელი პატიმრისა და კუბას პოლიტიკური პატიმრების შესახებ იკამათეს. ამის თაობაზე დასავლეთის მედია საშუალებები წერენ.
BBC -ს ცნობით, ისტორიულ პრეს-კონფერენციაზე კასტრომ განაცხადა, რომ თუკი მას მისცემდნენ პოლიტიკური პატიმრების სიას, იგი "მათ ამაღამვე გაათავისუფლებდა".
Reuters- ი წერს, რომ ობამამ კომუნისტური მმართველობის ქვეშ მყოფი კუნძულის ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებების დაცვისა და გაუმჯობესებისაკენ მოუწოდა და ღიად იკინკლავა პრეზიდენტ რაულ კასტროსთან, რომელმაც გაბრაზება ვერ დამალა და ამერიკა "ორმაგ სტანდარტებში" დაადანაშაულა.
ობამამ შეაქო კასტრო განსხვავებულობაზე ღიად მსჯელობისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების "სრული აყვავება" მხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხში პროგრესისას მოხდება.
"ამის არარსებობისას კი, მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები ძალიან გაღიზიანების გამომწვევი იქნება," თქვა ობამამ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ხუმრობებით დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დაძაბულიც იყო.
"ამერიკას სწამს დემოკრატიის. ჩვენ გვჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება, საზოგადოების თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება არ არის მხოლოდ ამერიკული ღირებულებები, არამედ ის საყოველთაო ღირებულებებია," თქვა მან.
პრეზიდენტების პრეს-კონფერენციას, რომელიც კუბის რევოლუციის სასახლეში მიმდინარეობდა, კუბის სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
კასტრომ აღნიშნა, რომ არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებს საერთაშორისო უფლებების მხრივ ყველა პარამეტრს. მან თქვა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ შეერთებული შტატების მიერ კუბასთან სავაჭრო სფეროში არსებული ემბარგო მოიხსნას. კასტრომ ასევე აღნიშნა, რომ გუანტანამოს ყურეში საპატიმრო ბანაკი უნდა დაიხუროს.
ობამამ განაცხადა, რომ სავაჭრო ემბარგო მთლიანად იქნება მოხსნილი. "კუბას ბედ-იღბალი არ გადაწყდება შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა ერის მიერ... კუბას მომავალი გადაწყდება კუბელების და არა ვინმე სხვის მიერ," განაცხადა ობამამ.
ობამა, ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 1959 წლის შემდეგ კუბაში ვიზიტად ჩავიდა, 2014 წელს პირობას იძლეოდა, რომ გააუმჯობესებდა ურთიერთობებს ცივი ომის ეპოქის ყოფილ მტერთან, მაგრამ როგორც ამას Reuters- ი წერს, იგი შინ წნეხის ქვეშაა იმ კუთხით, შეძლებს თუ ვერა ძალა დაატანოს კასტროს მთავრობას დაუშვას პოლიტიკური განსხვავებულობა და საბჭოთა სტილის ეონომიკის შემდგომი გახსნილობა.
ობამამ თქვა, რომ ადამიანის უფლებებზე მიმდინარე წელს, მოგვიანებით ჰავანაში მოლაპარაკებებს გამართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.