მინსკში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გიორგი მღებრიშვილი ბელორუსის შს მინისტრს შეხვდა
22-03-2016, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინსკში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელორუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ შუნევიჩს შეხვდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


საქართველოს შს მინისტრმა ბელორუს კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.


"დანაშაულს საერთოდ და კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვრები არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფოების სამართლდამცავი ორგანოების მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის", - განაცხადა მღებრიშვილმა.


ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბელორუსში თავს დაცულად გრძნობდეს და განვითარდეს. იგორ შუნევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მაღალ სტანდარტს და ყურადღება გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მხარეები ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ორ სამინისტროს შორის "შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების არასრულწლოვანი ბავშვების გაჯანსაღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი