2016 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 987 000 ლარი დაიხარჯება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ განუცხადა.
გრიგალავას განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან მათი სურვილებისა და საჭიროებების დასადგენად, შეხვედრები მიმდინარეობს.
„ინტენსიურ რეჟიმში ვხვდებით ამა თუ იმ სოფლის მცხოვრებლებს, რათა დავადგინოთ რა არის მათთვის მიმდინარე წელს პრიორიტეტული, ანუ რა უნდა გავაკეთოთ მათი საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადი აქცენტი გზებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობაზე გაკეთდება,“ აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.
მისივე განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.
„წელს ვაპირებთ მდინარე ტეხურზე, ასევე წაჩხურზე ხიდების აშენებას. წელსვე გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, ლეციცხვაიე-მარტვილის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. გაკეთდება ასევე ნაგვაზავო-ლეციცხვაიეს დამაკავშირებელი გზა.
ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მლნ ლარია, არის ნაჯახავო-ონოღიას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. კომპანია „არქეოპოლისი“ იწყებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ჩაფიქრებულია საფეხბურთო სკოლის დარბაზისა და მუნიციპალიტეტის ცენტრში სატრენაჟორო დარბაზის მშენებლობა. ჩვენი მუნიციპალიტეტის შიდა მნიშვნელოვანი გზების სარეაბილიტაციოდ უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერები. უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული და დავიწყებთ აღნიშნული კუთხით მუშაობას,“ განუცხადა guardian.ge-ს ალექსანდრე გრიგალავამ და დაამატა, რომ მიმდინარე წელს, სწორედ ამ და სხვა პროექტების განხორციელებაზეა გათვლილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც ჯამში, 11 მლნ 566 000 ლარს შეადგენს.
გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის ასევე მნიშვნელოვანია მარტვილში სამი სოფლის, სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელი 6,5 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, საერთო ღირებულება კი 1, 704, 877.70 ლარს შეადგენს.
„ბალდის მამათა მონასტრიდან გზა გადავა ლეცავას მონასტრამდე, იქედან კი ჩადის სალხინოს ცენტრში. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად გამარტივდება სამი სოფლის მოსახლეობისთვის საავტომობილო მიმოსვლა. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება“ - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.