ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ, დღეს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ღონღაძის ქვრივის ადვოკატის, ვალენტინა ტალიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ტალიჩენკოს ინფორმაციით, ღონღაძეს კიევში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.
ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წელს მოკლეს. 2008 წლის 15 მარტს კიევის სასამართლომ ღონღაძის მკლელობაში დამნაშავედ ცნო უკრაინის შს სამინისტროს 3 ყოფილი თანამშრომელი – ვალერი კოსტენკო, ნიკოლაი პროტასოვი და ალექსანდრე პოპოვიჩი, რომელთაც 12-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
2013 წლის იანვარში სასამართლომ ასევე უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის შს სამინისტროს შიდა დეპარტამენტის ყოფილ უფროს ალექსეი პუკაჩს. ამასთან, ღონღაძის ოჯახი დღემდე მიიჩნევს, რომ მკვლელობის ნამდვილი შემკვეთები თავისუფლები არიან.
მთელი ამ დროის განმავლობაში გიორგი ღონღაძის ცხედარი კიევის ცენტრალურ მორგში იყო დასვენებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.