გიორგი დგებუაძის პასუხისგებაში მიცემა, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მხოლოდ ე.წ. ნავთლუღის საქმეზე მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
"გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა დასაშვებად იქნა ცნობილი ჰოლანდიის სასამართლოს მიერ და შესაბამისად მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. გიორგი დგებუაძე ჩვენივე მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამ ეტაპზე მისი ექსტრადირება მოხდა ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდებულების ფარგლებში მოხდება.
ექსტრადირების პროცესში ჩართული იყო სასამართლო. კონკრეტულად სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოხდა განხილვა, რამდენად დაცული იქნება მისი ექსტრადირების შემთხვევაში ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ამ პროცედურების მიმდინარეობის გამო, რაც დროში საკმაოდ გაწელილია, არ ხდებოდა მისი ექსტრადირება", - განაცხადა შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.