ბრიუსელის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში აფეთქებები მოხდა. ერთ-ერთი მეტროსადგური, სადაც აფეთქებას ჰქონდა ადგილი ევროკავშირის შენობების სიახლოვეს მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
მანამდე აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტში მოხდა, სადაც სანამ აფეთქებები მოხდებოდა, სროლის ხმა და არაბულ ენაზე შეძახილები ისმოდა. ამის შესახებ ბელგიური საინფორმაციო სააგენტო "ბელგა" იტყობინება.
ბელგიაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.