შვეიცარიაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 35-ე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებების ფორმატში, საქართელოსა და რუსეთს შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, უსაფრთოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვა მოხდება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაცია დავით დონდუას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
"ამ რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, ეთნიკური ქართველების მიმართ დაწესებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებს ისევე, როგორც ე.წ. ბორდერაზაციის პროცესის გაგრძელების სავალალო შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
კვლავ გავაგრძელებთ ჟენევის ფორმატში ჩვენთვის პრინციპულ საკითხებზე თანმიმდევრული პოზიციის დაკავებას, კონსტრუქციული მოლაპარაკებების წესების დაცვით. დავაყენებთ საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი გახდება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რომლის მუშაობაც 2012 წლიდან შეწყვეტილია ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგობის გამო. მექანიზმის განახლება დადებითად წაადგება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების პრაგმატულ გადაწყვეტას, ასევე პოზიტიურად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების დინაკიმაზე.
საქართველოს დელეგაციის ძალისხმევის შედეგად, ბოლო პერიოდში მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების დაწყება რიგ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხიმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს და ხელს შეუწყობენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, კონსტრუქციულად განხილვას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არ დაზიანდეს მის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების ხელოვნურად მიბმითა და პოლიტიზირებით" - აცხადებს დავით დონდუა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.