„მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეშახტეთა სოლიდარობის კანონი“ პარლამენტში განიხილეს
22-03-2016, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების „მეშახტეთა სოლიდარობის კანონის“ განხილვა დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაიმართა.


აღნიშნული წინადადება ეხება საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებს, ამის თაობაზე მომხსენებლები იყვნენ „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია და პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯმუხაძე.


„მემარცხენე ალიანსის“ პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე განიხილეს პარტიის მიერ წარდგენილი შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:


1.    ,,საქართველოს შრომის კოდექსით,, აიკრძალოს ყოველგვარი შრომითი ურთიერთობა, რომელიც არ არის შეთანხმებული წერილობით, თუ სამუშაო მოიცავს ,,საქართველოს შრომის კოდექსით,, დადგენილ 1 (ერთ) სამუშაო კვირაზე მეტ დროს;


2.    საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს ყოველგვარი (მათ შორის ზეგანაკვეთური) შრომის საათობრივი ანაზღაურების ფიქსირებული, სავალდებულოდ მინიმალური ოდენობა;


3.    საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს შრომის საათობრივი ანაზღაურებიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურების არა ყოველთვიურად, არამედ - ყოველკვირეულად დაანგარიშების და გადახდის წესი;


4.    ,,საქართველოს შრომის კოდექსით შრომის საათობრივი ანაზღაურების ფიქსირებული, სავალდებულოდ მინიმალური ზღვარი განისაზღვროს  საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობიდან;


5.    ,,საქართველოს შრომის კოდექსი,, ცნობდეს ტერმინებს ,,ინფლაცია,,  და ,,ინდექსაცია,,


6.    ,,საქართველოს შრომის კოდექსით,, განისაზღვროს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა და დასაქმებულის ინტერესების დაცვის გარანტიები იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ან/და სხვა შეცვლილი გარემოება არსებითად შეამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის საათობრივი ანაზღაურების ოდენობას, რაც გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი