17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34.64%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 17.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 39%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 52.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისთვის დაფიქსირებულია თბილისში და ის 29.3%-ს შეადგენს.
თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობა ყველაზე მაღალია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში (34%), შემდეგ დიდუბის საარჩევნო ოლქში, რაც 33,2%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა სამგორში, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 27%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.