მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელის ტერაქტების სერიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე აეროპორტიდან მისი მეუღლე და ვაჟი გაფრინდნენ.
„ჩემმა ცოლმა და შვილმა რამდენიმე საათი გაატარეს ბრიუსელის აეროპორტის იმ ტერმინალში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა. ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გაფრინდნენ ბრიუსელიდან. როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, მე უკვე ვიცოდი, რომ მათ გაფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე იმ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე დავფიქრდი, რომლებიც იქ იყვნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და, როგორც ჩანს, არა უკანასკნელი. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სხვა მიზეზებისა, ეს დიდი ბიუროკრატიის, თავაშვებულობის და მკვეთრი გადაწყვეტილებბების მიღების უუნარობის ბრალიცაა“, – წერს საქართველოს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.