"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ენერგეტიკის მინისტრსა და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძეს პასუხობს.
"რამდენიმე წუთის წინათ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს "ქართული ოცნების" არაკომპეტენტურობაზე. მე მინდა ფეხბურთელ კალაძეს ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყოფილა იტალიის ნაკრებში, მასზე ბევრად უკეთესებიც, მაგრამ არავის გადაუწყვეტია ნორმალურ ქვეყანაში არც მინისტრობა, არც ვიცე-პრემიერობა და არც პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკის სწავლება და მით უფრო იურისტებისათვის იურისტობის სწავლება", - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე განმარტებით, სურს "ქართულ ოცნებას" უთხრას, რომ ისინი ნამდვილად არღვევენ კანონს.
"საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-16 პუნქტში არის აკრძალვა არჩევნების დღეს ზურგს უკან საკუთარი ნომრის დაფიქსირებისა და მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან ამის გამო "ქართული ოცნება" დაჯარიმდა, რის შემდეგაც ბატონ საგანელიძეს მოუწია ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და ნომრის მოხსნა საბრიფინგე ოთახიდან", - განმარტავს ბურჯანაძე.
კახა კალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ მათი აქტივისტები აწარმოებენ კენჭისყრის შენობის გარეთ უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების დამატებით აღრიცხვიანობას, არ წარმოადგენს კანონდარღვევას და სრულად შეესაბამება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.
როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა განაცხადა, მსგავსი ქმედება არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს ვისაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღება სურს.
"ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ცდილობს დაძაბოს სიტუაცია. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კანონდარღვებით აწარმოებენ აგიტაციას და ზეგავლენას ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე. გვინდა განვმარტოთ, რომ არჩევნების დღეს წინასაარჩევნო აგიტაცია და საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო ატრიბუტიკის გამოყენება აკრძალულია მხოლოდ კენჭისყრის შენობაში. ის ფაქტი, რომ ჩვენი აქტივისტები აწარმოებენ კენჭისყრის შენობის გარეთ უბანზე გამოცხადებული ამომრჩევლების დამატებით აღრიცხვიანობას არ წარმოადგენს კანონდარღვევას და სრულად შეესაბამება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. მსგავსი ქმედება არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია განახორციელოს ვისაც ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში მიღება სურს", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.