"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან "ესტონური მოდელის" შემოთავაზება მხოლოდ ბლეფი იყო.
როგორც ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, დღეს დამტკიცდა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნა მხოლოდ ფასადური ცვლილება იყო, "ესტონური მოდელის" საზოგადოებისთვის შეთავაზება კი მხოლოდ ბლეფი.
"ხელისუფლება ვერ ელევა დანამატებს, პრემიებს, ფუფუნებისთის გამოყოფილ თანხებს და უარს ამბობს ამ ცვლილების განხორციელებაზე იმ უსუსური მიზეზით, თითქოს ბიზნესი არ არის ამისთვის მზად. ეს ყველაფერი კეთდება შემცირებული ინვესტიციების, ექსპორტისა და ეკონომიკის ფონზე", - განაცხადა მელიქიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.