დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის მეფეს შეხვდა
22-03-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.

 

 

დღეს შეხვედრა დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის მეფესთან, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან გამართა.

 

 

სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვითარდება.

 

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებით, რაც ქვეყნებსა და ხალხს შორის კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს. საუდის არაბეთის მეფის თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაც. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ინსტიტუტები მზადაა ბიზნესის განვითარებისთვის. როგორც სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა აღნიშნა, ის პირადად დაინტერესდება ჩვენს ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხით, საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებს საქართველოთი დაინტერესებისკენ მოუწოდებს და წაახალისებს.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც. სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციის „აფხაზეთდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერას.

 

 

დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის მეფეს საქართველოში არსებული ვითარება და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ არის საუდის არაბეთის სამეფოს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის მასპინძლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

 

 

შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ ბენ ნაიფ ალ საუდი, ქვეყნის მაჯლის აშ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხი, საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი