საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მიხეილ მიასნიაკოვიჩს და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.
ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული მეგობრული კავშირები საუბრის მთავარი თემები იყო.
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების მუშაობას და საპარლამენტო დონეზე ორმხრივი ვიზიტების დინამიკას მიესალმება.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც ახლო მომავალში იგეგმება.
საუბრისას ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს და ამ პროცესში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობის როლს, რომლის თანათავმჯდომარეებად, ცოტა ხნის წინ, ბელარუსისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.