ბელგიაში მომხდარ თავდასხმებს 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 106 ადამიანი
22-03-2016, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სქაი ნიუსის" ინფორმაციით, მაელბეკის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სულ მცირე 14 ადამიანია მოკლული ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებული აფეთქებებისას. დაშავებულია 106 ადამიანი, მათ შორის, 16 სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.

 


ბელგიის მთავრობას ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბევრი ადამიანია მოკლული და ბევრს კი სერიოზული დაზიენები აქვს მიღებული.

 


ბელგიის პრემიერ მინისტრმა შარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს იყო დღე, რომელსაც შიშობდნენ, რომ დადგებოდა. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები, ჩანს, რომ გამართულად მუშაოებენ. მისი თქმით, მთავრობა შიშობს, რომ ტერაქტები შესაძლოა კიდევ მოხდეს.


მისი განცხადებით, მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით იციან ის, რომ თავდასხმები აეროპორტში "თვითმკვლელმა" განახორციელა. "გამოძიება მიმდინარეობს და დამატებით ვერაფერს ვიტყვი, ახლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დაჭრილებს ვუმკურნალოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება" აღნიშნა ბელგიის პრემიერ მინისტრმა.


ბელგიის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას მოერიდონ, ბავშვები კი შესვენებისას სკოლებში დარჩნენ.



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი