დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარეს შეხვდა
22-03-2016, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ოფიციალურ ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხთან გამართა. მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარემ საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ვიზიტი ქვეყნებს ურთიერთობის გაღრმავებაში ხელს შეუწყობს.

 

 

მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, აუცილებელია, ერთმანეთთან აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებმა, რაც საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

 

დავით უსუფაშვილმა მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ეს არის ამ რანგის პირველი, ისტორიული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიაში.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფო, როგორც რეგიონში, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, საქართველო კი, თავისი ტერიტორიული სიმცირისა და არსებული პრობლემების მიუხედავად, ცდილობს, სასარგებლო პარტნიორი იყოს მეგობარი ქვეყნებისთვის.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე. დავით უსუფაშვილის და აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხის განცხადებით, ორივე ქვეყნის პარლამენტი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობაც.

 


მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარე საქართველოში არსებული ვითარებით და არსებული გამოწვევებით დაინტერესდა.მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებაც. აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხის თქმით, სასურველია, მის ქვეყანაში მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოსა და მისი შესაძლებლობების შესახებ.დავით უსუფაშვილმა კოლეგას საქართველოში არსებული პრობლემები, გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

დღესვე, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა გამართა მაჯლის აშ-შურას საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან, სადაც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობასა და მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი