დავით უსუფაშვილმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა
22-03-2016, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთში შეხვედრა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანთან გამართა.

 

 

შეხვედრაზე საქართველოსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში საბჭოს გენერალურ სამდივნოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების მექანიზმების შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი, რაც საბჭოს წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

 

დავით უსუფაშვილმა აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

 

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, ისაუბრეს რეგიონში არსებული კონფლიქტებზეც.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონფლიქტები დიალოგის გზით, მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი