ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, განცხადება ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ, სააგენტო "ალ-ამაკმა"გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა თავდასხმები შაჰიდის ქამრებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით განახორციელეს.
"ისინი თავს დაესხნენ აეროპორტსა და მეტროს ცენტრალურ სადგურს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ცენტრში, ქვეყანაში, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ტერორისტების თქმით, "მებრძოლებმა" ზავენტემის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანმა თავი აიფეთქა. მაელბეკის სადგურზეც ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.