ტორონტოს ყოფილი მერი რობ ფორდი 46 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა
22-03-2016, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტორონტოს ყოფილი მერი რობ ფორდი 46 წლის ასაკში კიბოსთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.


ფორდს, რომელიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, 2014 წელს კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. მისი სახელი საერთაშორისო მასშტაბით მას მერე გახდა ცნობილი, რაც 2013 აღიარა რომ კოკაინს ეწეოდა. იგი ასევე ხშირად ატარებდა ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ამის მიუხედავად ფორდი მის მხარდამჭერებს მაინც უყვარდათ.


2014 წელს მან მერის ხელახალ არჩევნებში, კიბოს დიაგნოზის გამო მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ქალაქის ასამბლეაში დიდი უპირატესობით მოიპოვა ადგილი.


კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა: "რობ ფორდი კიბოს მამაცურად და სიმტკიცით ებრძოდა. მინდა გამოვუცხადო ჩემი თანაგრძნობა და სამძიმარი მის ოჯახს."


ტორონტოს ახლანდელმა მერმა ჯონ ტორიმ განაცხადა, რომ რობ ფორდის გარდაცვალების ამბავმა "თავბრუ დაახვია ქალაქს".

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი