ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდა ევროპაში მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ
22-03-2016, 23:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ბრიუსელში სამშაბათ დილით ტერორისტული აქტები განხორციელდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეერთებული შტატების მოქალაქეები გააფრთხილა იმ პოტენციურ რისკებთან დაკავშირებით, რაც ევროპაში მოგზაურობას შეიძლება ახლდეს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.


"ტერორისტული დაჯგუფებები განაგრძობენ თავდასხმების განხორციელებას ევროპის მასშტაბით, სამიზნეებად ამოღებული აქვთ სპორტული ღონისძიებები, ტურისტული ადგილები, რესტორნები და სატრანსპორტო სისტემები," ნათქვამია განცხადებაში.


სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს შეერთებული შტატების მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მასობრივი თავშეყრის ადგილებში და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას. ასევე თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და მიმართონ უკიდურეს სიფრთხილეს რელიგიური დღესასწაულების და დიდი საზეიმო ღონისძიებების დროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი