„2016 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 280 000 ლარი დაიხარჯება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ამირან ჯამბურიძემ განუცხადა.
გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პრიორიტეტების გამოსავლენად, მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაწყებულია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საშუალება გვაქვს მოვისმინოთ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების საჭიროებები. ანუ პირველი ეტაპი ეს არის გამოვლენა იმისა, თუ რა სურს ხალხს. როცა ესა თუ ის სოფელი ჩამოყალიბდება იმაზე, თუ რა არის მათთვის ყველაზე საჭირო, ამის შემდეგ გაკეთდება პროექტი, გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება სამუშაოების განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ წელს პრიორიტეტული გზებისა და წყალგაყვანილობების რეაბილიტაცია იქნება. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება დაახლოებით 50 000 ლარით არის შემცირებული, ვფიქრობ, რომ მოვახერხებთ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება. უკვე დაგეგმილი პროექტების განხორციელება აპრილის ბოლოს დაიწყება და შემოდგომით დასრულდება“ - აღნიშნა ამირან ჯამბურიძემ და დაამატა, რომ მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულად კვლავ ჯანდაცვა რჩება.
„სოციალური პროექტებიდან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რა თქმა უნდა, სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, ასაკოვან ხალხსა და ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ავადმყოფობის შემთხვევაში, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადამიანებს 200 ლარის ოდენობით ვეხმარებით, იშვიათად, თუმცა მაინც, შეიძლება 500 ლარითაც აღმოვუჩინოთ დახმარება მოქალაქეს. ანუ ეს არის ოპერაციებზე თანადაფინანსებები და შეღავათები მედიკამენტებზე“ - განმარტა ლენტეხის გამგებელმა guardian.ge-სთან საუბრისას.
ამირან ჯამბურიძის განცხადებით, ამ და სხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდება 2016 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც ადგილობრივი და ცენტრალური რესურსით ჯამში, 3 მლნ 336 000 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.