ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
15-06-2014, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 


"მინდა მთელს საქართველოს მივულოცო მართლაც თავისუფალი, გამჭვირვალე, ღია და დემორკატიული არჩევნების ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მინდა ასევე გამარჯვება მივულოცო ჩვენს კანდიდატებს. 8 საათის მონაცემებით, თბილისში პირველ ტურში მოიპოვა გამარჯვება ჩვენმა კანდიდატმა დავით ნარმანიამ. ახლა საჭიროა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ "ქართული ოცნების" შტაბში გამრთულ პრეს-კონფერენციაზე.

 


მისივე თქმით, დღევანდელი გამარჯვებით კოალიციიამ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" მართლაც უალტერნატივო ძალაა. "მიუხედვად უპრეცედენტო მაღალი საარჩევნო ბარიერისა და სამართლიანი კონკურენციისა, ჩვენ სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს ჩვენს მიერ დაწყებული დემოკრატიული ცვლილებები განვითარების ერთადერთი სწორი გზაა. მინდა ჩვენს ხალხს გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. გარწმუნეთ, რომ ჩვენ ერთად მივიყვანთ ქვეყანას რეალურ დემოკრატიამდე", - აღნიშნა პრემიერმა.

 


ცესკოს მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, 20:00 საათზე ტელეკომპანიების "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს. ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,6 %-მა მისცა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 23,9 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.

 

 

თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.

 


რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს, მის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. GFK-ის ცნობით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, 46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც, ეზგიტპოლის თანახმად, 27,2 % უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით. მეოთხე ადგილზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანიდატი ირმა ინაშვილი – 6%-ით, რის შემდეგაც 2,3%-ით კახა კუკავა მოდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი