"მემარცხენე ალიანსი" ბელგიელ ხალხს და მთავრობას გუშინ, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების გამო, სამძიმარს უცხადებს.ამასთან, ალიანსს მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა გაძლიერდეს და გამკაცრდეს უსაფრთხოების საკითხები.
"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები, რომ უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებულ კონტროლზე იყოს აყვანილი.
"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას, რომ სასწრაფო ღონისძიებები გაეტარებინა: უნდა გახორციელდეს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამტკიცებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის კორექტირება, რომელიც საღ და ობიექტურ ანალიზსაა მოკლებული; ასევე, აუცილებელია, ქვეყანაში უსაფრთხოების ერთიანი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურის შექმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, რითაც დამთავრდება ჯერ კიდევ არსებული დაპირისპირება უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მმართვის საბჭოებს შორის; აუცილებელია სუს-ის დაქვემდებარებაში საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გადაცემა, რითაც შეიქმნება უსაფრთხოების ერთიანი, მწყობრი სისტემა; სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაუქმებული უშიშროების აკადემის აღდგენა უნდა მოხდეს, სადაც დასაქმდებიან სააკაშვილის მმართველობის დროს სამსახურებიდან უსამართლოდ გაყრილი პროფესიონალი კადრები. ეს საკითხები აუცილებელია გადაწყდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაცული იყოს", - განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.